ახალი ამბები

სახალხო დამცველი განიხილავს, რომ გრანტების შესახებ კანონი საკონსტიტუციოში გაასაჩივროს

16 თებერვალი, 2026 •
სახალხო დამცველი განიხილავს, რომ გრანტების შესახებ კანონი საკონსტიტუციოში გაასაჩივროს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

ლევან იოსელიანის შეფასებით, ცვლილებები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე გამოხატვის თავისუფლებას.

“როგორც დღეს საზოგადოებისთვის საკომიტეტო განხილვის დროს გახდა ცნობილი, პირველი მოსმენის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და კიდევ უფრო გაფართოვდა დასჯად ქმედებათა ჩამონათვალი. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად ცხადდება “ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ”.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს”, – წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 16 თებერვალს, “ქართული ოცნების” პარლამენტმა მე-2 მოსმენით მიიღო ცვლილებათა პაკეტი გრანტების შესახებ.

კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს გაეცანით შემდეგ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი