სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) საკადრო ცვლილებებია.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ კონსტანტინიდი გახდა. კონსტანტინიდი თითქმის 5 თვის წინ, 2025 წლის 27 სექტემბერს დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
ამ თანამდებობაზე კონსტანტინიდის დანიშვნიდან 3 თვეში, 2025 წლის 31 დეკემბერს, დამტკიცდა. სააგენტოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა.
“სამოქმედო გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის საკვანძო სფეროებს და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტებს მოიცავს”, – აცხადებდნენ მაშინ სუს-ში.
სამოქმედო გეგმის დამტკიცებიდან არასრულ 2 თვეში კონსტანტინიდი დაზვერვის სამსახურიდან საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში გადაიყვანეს.
რაც შეეხება დაზვერვის სააგენტოს, მის ხელმძღვანელად მიხეილ ძაგნიძე დაინიშნა. ღია წყაროებიდან ირკვევა, რომ ძაგნიძე წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში.








