ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

12 თებერვალი, 2026 •
ილიაუნის სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
ილიას უნივერისტეტის სტუდენტები  აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ილიაუნის უკრძალავს სტუდენტების მიღებას პროგრამების უმეტესობაზე.
ისინი ილიაუნის შენობასთან შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს – დააანონსეს მორიგი აქცია კვირას, 15.00 საათზე დედაენის ბაღში.

“დღეს „ქართულმა ოცნებამ“კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების უმრავლესობა, მათ შორის ილიაუნსაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით სფრთხე ემუქრება უნივერსიტეტის ღირებულებებს, იდენტობასა და ილიასეულ თავისუფლებისადმი სწრაფვის იდეას, რომელიც დღესაც ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს.
აქ შეკრებილი სტუდენტები ერთხმად ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობასა და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოვუწოდებთ ყველა სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელსა და აკადემიურ პერსონალის წარმომადგენელს დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობისკენ.
არ შეცვალოთ არსებული კურიკულუმები!
ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი!
სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ, ჩვენ უკან კი არიან ჩვენი მშობლები, ოჯახები და საქართველოს წარსული. ჩვენ, პირველ რიგში, ვართ მოქალაქეები, შემდეგ კი სტუდენტები, შესაბამისად, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს, ისტორიისა და მომავლის წინაშე.
ამიტომ, კვირას 15:00 საათზე, ვიკრიბებით დედაენის ბაღში,  დედაენის მონუმენტთან, რომელიც გვახსენებს სტუდენტური წინააღმდეგობის ძალასა და ერთობას!”, – ნათქვამია სტუდენტების ერთობლივ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი