რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ერევნისთვის აშშ-ის შეთავაზების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთში ატომური ენერგეტიკის სფეროში უმაღლესი კომპეტენციები აქვს და მომსახურების ღირებულება დაბალია.
9 თებერვალს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ერევანთან შეთანხმებები სამოქალაქო ატომური ენერგეტიკის სფეროში შესაძლებლობას მისცემს ამერიკულ კომპანიებს, სომხეთს მიაწოდონ პროდუქცია და მომსახურება დაახლოებით $9 მილიარდის მოცულობით.
ვენსის თქმით, შეთანხმებები მოიცავს მცირე მოდულური რეაქტორების მიწოდებას და ამერიკულ კომპანიებს შორის სამომავლო გარიგებების საფუძველს.
„პირველადი ამერიკული ექსპორტი შეადგენს $5 მილიარდს, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტები საწვავის მიწოდებასა და მომსახურებაზე – $4 მილიარდს“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა კი დაამატა, რომ სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ მზად არის, მოკლე დროში დაიწყოს პროექტი სომხეთში, სომხეთის სურვილების გათვალისწინებით.
6 თებერვალს „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩევმა ერევანში შეხვედრა გამართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან, სადაც განიხილეს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება და ახალი ბლოკების მშენებლობა.








