შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 9 თებერვალს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, 1985 წელს დაბადებული თ.ო.  რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში გარდაცვლილი იპოვეს.

„პირველადი ინფორმაციით,  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა“, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს.