37 წლის ივანე გიგლემიანს, რომელსაც პროკურატურა თბილისში, ერთ-ერთ ბარში (“რატის ბარი”), 18 წლის ბიჭის მკვლელობას ედავებოდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღეს, 5 თებერვალს გამოაცხადა.

ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის ინფორმაციით, თავად გიგლემიანი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. ის დანაშაულს აღიარებს.

3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გიგლემიანთან ერთად დაკავებულ რაი პაკელიანსაც. თავდაპირველად მას დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ, თუმცა შემდეგ ბრალი შეუტყობინებლობის მუხლით გადაუკავლიფიცირეს.

მკვლელობა “რატის ბარში” 2025 წლის 13 მაისს, გამთენიისას მოხდა. გამოძიების ვერსიით, გიგლემიანმა 18 წლის ალექსანდრე შაკიაშვილი ბარის უკანა სივრცეში ძალით შეიყვანა და მოკვლის მიზნით მის ხელთ არსებული მჭრელი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენა. ბრალდების მიხევდით, მან ეს კონკრეტული მოტივისა და საბაბის გარეშე განიზრახა. ამის შემდგე გიგლემიანი დაბრუნდა ბარის ძირითად სივრცეში და რაჯი პაკელიანს უთხრა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. საბოლოოდ, ორივე მათგანი ადგილიდან მიიმალა. 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: