მამუკა მდინარაძე უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება “არაოფიციალური ვიზიტით”.
მდინარაძემ ნეტგაზეთს თავად უთხრა, რომ თბილისშია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ამერიკაშია, გიორგი გახარიას თანაპარტიელმა და დეპუტატმა სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტში, გიორგი შარაშიძემ გაავრცელა “პალიტრის” ეთერით.
“ივანიშვილს აშშ-ში მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით”, – განაცხადა შარაშიძემ და ეს ამბავი შეადარა სუს-ის წინა ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ვიზიტს ვაშინგტონში, რომელსაც გიორგი გახარიას ინფორმაციით ჰქონდა უშედეგო მცდელობა, რომ გაფუჭებული ურთიერთობები გამოესწორებინა.








