აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 25%-იან ტარიფებს დაუწესებს ყველა ქვეყანას, რომელიც ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებს.
საუბარია იმის შესახებ, რომ ქვეყნები, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ, ამერიკულ ბაზარზე მოსახვედრად თავიანთი პროდუქციისთვის 25%-იან ტარიფებს გადაიხდიან.
ირანში უკვე სამი კვირაა საპროტესტო აქციები გრძელდება. უფლებადამცველების თანახმად, ძალოვნებმა 600-მდე დემონსტრანტი მოკლეს.
