დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობამ საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია.

თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საია-ს ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო, 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. 2025 წლიდან თამარ ონიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. ამავდროულად, არის მოწვეული ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში.

თამარი 2021 წლიდან საია-ში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს, ხოლო, 2018 წელს მან საია-ში მუშაობა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.

ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მან ამოწურა უფლებამოსილების ვადა, ხოლო საია-ს წესდების შესაბამისად, აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

“საია მადლობას უხდის ნონა ქურდოვანიძეს გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული ღირსეული შრომისათვის”, – აცხადებენ საია-ში.

თამარ ონიანის ბიოგრაფია სრულად.