ახალი ამბები

პროგრამა ,,ალუმნაი’’ გრძელდება

18 ნოემბერი, 2010 • • 1642
პროგრამა ,,ალუმნაი’’ გრძელდება

წარმატებული ადამიანები საჯარო სკოლების დახმარებას აგრძელებენ. ბიზნესმენმა დავით კოდუამ 162-ე საჯარო სკოლის სველი წერტილები მთლიანად შეცვალა და გაარემონტა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს მოინახულა. სკოლების საქმიანობაში ჩართვა პროგრამა ,,ალუმნაის’’ ფარგლებში ხორციელდება.

,,მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ,,ალუმნაიმ’’ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში,  კეთილმოეწყო მრავალი სკოლა, მოწესრიგდა ინფრასტუქტურა. “მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს, რომელმაც საკუთარ სკოლას მადლიერების გამოხატვის ნიშნით, რაიმე სახის დახმარება აღმოუჩინა’’- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

”ალუმნაის” პროექტის მთავარი ამოცანა სკოლის საქმიანობაში საზოგადების ჩართვაა. ,,ალუმნაი’’ ”წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბს” ნიშნავს. ასეთი პროექტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს და სკოლის საქმიანობაში წარმატებული ადამიანების მონაწილეობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი