ახალი ამბები

ტროტუარზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას 5-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

24 ნოემბერი, 2025 •
ტროტუარზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას 5-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

24 ნოემბერს თბილისში ტროტუარზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას პოლიციამ 5-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

უწყვეტი პროტესტის 362-ე დღეს,  მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები თავისუფლების მოედნისკენ მშვიდობიანი მსვლელობით დაიძრნენ.

მსვლელობის დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა.  დაკავებების შემდეგ მსვლელობის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ლუკა ხიზაძე, დათა ქაშიაშვილი, ლადო გამყრელიძე, გიორგი ყურუაშვილი, დათო ლომინაშვილი, ერეკლე კოპლატაძე და ირაკლი მოდებაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი