ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი საქართველოს სტუმრობს

18 ნოემბერი, 2025 •
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი საქართველოს სტუმრობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროსი მრჩეველი) ჯონათან ასკონასი საქართველოში ვიზიტს მართავს.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მისი ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) მხარდაჭერას. ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შეერთებული შტატების შუამავლობით, 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.

„დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს „სადახლო საავტომობილო“, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი