პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობა შეუფარდეს ძიძას, რომელმაც 1,5 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. დაკავებული პირი 63 წლისაა.
უწყების ცნობით, ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ – 11 ნოემბერს, თბილისში.
:გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.








