ახალი ამბები

ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდადებულ მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წელი მოუწევთ

11 ნოემბერი, 2025 •
ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდადებულ მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წელი მოუწევთ

„ქართულმა ოცნებამ“ 85 ხმით მიიღო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კორუფციისთვის მსჯავრდადებულ საჯარო მოხელეებს 30 წლის განმავლობაში მოუწევთ ქონებრივი დეკლარაციების შევსება.

საკანონმდებლო ცვლილებები არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

მისი თქმით, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ფინანსურ ან სამოხელეო დანაშაულებში იქნებიან მსჯავრდადებული, ვალდებული იქნებიან, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია კორუფციული დანაშაულების პრევენციისთვის“, — განაცხადა გორდულაძემ.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ სექტემბერში, ყოფილი თანაგუნდელების კორუფციაში მხილებისა და დაკავებების პარალელურად მოამზადა.

კორუფციისთვის მსჯავრდადებული საჯარო მოხელეები 30 წლის განმავლობაში წარადგენენ ქონებრივ დეკლარაციებს – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი