ახალი ამბები

სავარაუდოდ, ისევ დააკავეს რუსთაველის აქციის რამდენიმე მონაწილე

2 ნოემბერი, 2025 •
სავარაუდოდ, ისევ დააკავეს რუსთაველის აქციის რამდენიმე მონაწილე

დღეს, 2 ნოემბერს, საღამოს საათებში, სავარაუდოდ, ისევ დააკავეს რუსთაველის აქციის რამდენიმე მონაწილე.

დღეს საღამოს პოლიციამ რუსთაველის აქციის 5 მონაწილე წაიყვანა, მათ შორისაა: აფხაზეთიდან დევნილი, 71 წლის აზა ჩილაჩავა, ლადო ბეროზაშვილი, ლევან საბიაშვილი, დათო ბასარია და მაია სულაბერიძე.

თუმცა მოგვიანებით მაია სულაბერიძე გამოუშვეს. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ პოლიციამ დათო ბასარიაც გაათავისუფლა.

ნეტგაზეთი ცდილობს 2 ნოემბერს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმოს, თუმცა უწყებაში არ გვპასუხობენ.

ბოლო დღეებში, ახალი რეპრესიული კანონებით, რუსთაველის აქციის ათეულობით მონაწილე დააკავეს გზის გადაკეტვისა და პირბადის ტარების საბაბით.

ფოტო: MOSE

მასალების გადაბეჭდვის წესი