„ცხადია როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანელი პარტნიორებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომ სომხეთმა გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, რათა რეგიონში მშვიდობა დამყარებულიყო. დღეს რეგიონში მშვიდობა ჯერ კიდევ მყიფეა, მაგრამ უკვე რეალობაა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მშვიდობა გადაიქცეს საბოლოო შეთანხმებად. რაც მთავარია, არსებობდეს ნამდვილი მშვიდობა ადგილზე. მაგალითად, საქართველოსთან ჩვენ არ გვაქვს ხელმოწერილი მშვიდობის შეთანხმება, მაგრამ მშვიდობაში ვცხოვრობთ“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა საკითხის მოსაგვარებლად დროა საჭირო.
„გაუგონარი რამაა, თითქმის ორი წელია ერთმანეთს აღარ ვესვრით. ასეთი რამ დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე არ მომხდარა“.
2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთმა და აზერბაიჯანმა წინასწარ მოაწერეს ხელი მშვიდობის შეთანხმებას. წინასწარი სამშვიდიბო დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყარდა.
მშვიდობის ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერისთვის აზერბაიჯანი კვლავ წინაპირობად აყენებს სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის საკითხს, რასაც სომხეთი მიუღებლად მიიჩნევს.








