აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელსაც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ოჯახი ეძებდა, დაკავებული აღმოჩნდა. ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელი თამთა მიქელაძე წერს.
აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დგას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.







