ახალი ამბები

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას

20 ოქტომბერი, 2025 •
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას.

„ეს აშკარა მიზანმიმართული თავდასხმაა „ფორმულაზე“, რომელიც საქართველოში დარჩენილ მცირერიცხოვან კრიტიკულ ხმათა შორის ერთ-ერთია. მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისაკენ“, – აცხადებს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.

დღეს, 20 ოქტომბერს, პოლიციამ დააკავა „ფორმულას“ კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი აქციის დროს გზის გადაკეტვის მიზეზით. გუშინ ანალოგიური საბაბით 6 დღით პატიმრობა მიუსაჯეს „ფორმულას“ წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი