პოლიციამ გამთენიისას რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ინფორმაციას დაკავებულების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.
დაკავებულთა შორის სავარაუდოდ არიან:
- მარიამ მეყანწიშვილი
- სიმონ მახარაძე
- დათო ღურწკაია
- დავით გიუნაშვილი
- გიორგი ტალახაძე
უცნობია დაკავებების მიზეზები.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი პროევროპული აქციების მონაწილეა, რომელიც 15 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მისულ ეუთოს თავმჯდომარეს ესაუბრა.
სიმონ მახარაძის დაკავების შესახებ ცნობას აცრცელებს მისი ბიძაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მასთან დააკავეს სახლში დილის 6.30 საათზე.
“ნეტგაზეთი” ცდილობს დეტალების დაზუსტებას.
მთავარ ფოტოზე: მარიამ მეყანწიშვილი





