ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე პარლამენტთან მივიდა და პროტესტის მონაწილეებს შეხვდა

14 ოქტომბერი, 2025 •
ეუთოს თავმჯდომარე პარლამენტთან მივიდა და პროტესტის მონაწილეებს შეხვდა

ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, დელეგაციის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მივიდა და უწყვეტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებს შეხვდა.

ვალტონენი საქართველოში ჩამოვიდა სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ის შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანსა და სომხეთშიც.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გარდა, ვალტონენი შეხვდა “ქართული ოცნების” ლიდერებს. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი