ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ადამიანი დააკავეს – დარახველიძე

8 ოქტომბერი, 2025 •
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ადამიანი დააკავეს – დარახველიძე

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

ამ დროისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე 35 ადამიანია დაკავებული.

“გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა, 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირი შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს”, – განაცხადა დარახველიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი