“არმენპრესის” ცნობით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი 8 ოქტომბერს Starbucks–Alshaya Group Eurasia-ის ვიცე-პრეზიდენტ ფიგენ ილგაზის და უძრავი ქონების დირექტორს ,ხანზადე კუგს შეხვდა, რათა განეხილათ Starbucks-ის სომხეთის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ანუშიკ ავეტიანი და Enterprise Armenia-ს აღმასრულებელი დირექტორი გოარ აბაჯიანი.
როგორც Armenpress ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრისას სტუმრებმა მოკლედ წარადგინეს Starbucks-ის მისია, აღნიშნეს, რომ ეს უდიდესი ქსელი ამჟამად წარმოდგენილია დაახლოებით 86 ქვეყანაში, აქვს 40 000-ზე მეტი ყავის სახლი და დაინტერესებულია რეგიონში საქმიანობის გაფართოებით.
შემდგომში მხარეებმა განიხილეს სომხეთის ყავის ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის არსებული პოტენციალი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზები, ყავის მოხმარების ბაზრის თავისებურებები და მისი ზრდის ტენდენციები.
გევორგ პაპოიანის განცხადებით: „მაღალი ხარისხის საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა სომხეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და თქვენს ვიზიტს ჩვენ ამ მიმართულებით მრავლისმომცველ ნაბიჯად ვაფასებთ. სომხეთი სთავაზობს სტაბილურ, ღია და რეფორმებზე ორიენტირებულ ბიზნესგარემოს, რომელიც დაფუძნებულია ახალგაზრდა და მაღალგანათლებულ კადრებზე, ტურიზმის მუდმივ ზრდაზე და დინამიკურად განვითარებულ, კონკურენტუნარიან სამომხმარებლო ბაზარზე.“
შეხვედრის ბოლოს მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა კომპანიის წარმომადგენლობის მხარდაჭერისთვის სომხეთის ბაზარზე და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდაში.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
