თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ონიანმა გააუქმა გორის სასამართლოს მოსამართლის, ნინო გერგაულის გადაწყვეტილება და ანტიკორუფციულ ბიუროს გორელი აქტივისტების, თეო ბზიშვილისა და თეონა ფანქველაშვილის პირად საბანკო მონაცემებზე წვდომა მისცა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
გორელი სამოქალაქო აქტივისტები, თეონა ფანქველიშვილი და თეონა ბზიშვილი აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათი ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ მათ 2 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოსგან გაიგეს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ აქტივისტების ანგარიშების მოთხოვნით თავდაპირველად გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. თუმცა მოსამართლე მანანა (ნინო) გერგაულმა უწყების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ამ თემაზე:





