• ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები
  • ბათუმელები
  • RU
Skip to content

Netgazeti

ნეტგაზეთი

მხარდაჭერა
დაგვამატე Google-ში

ბათუმელები| RU

Posted inახალი ამბები

“მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ” – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის სიტყვა სასამართლოში

07.10.202507.10.2025

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, ამბობს, რომ არის რეჟიმის ტყვე. მის მიმართ წარდგენილი ბრალის შესახებ მან სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ისაუბრა.

“მე არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ამ ადამიანებთან თანამოაზრეობა მაკავშირებს, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. გამიჭირდება ადამიანის პოვნა, ვისაც ჩემზე მეტი დღე აქვს გატარებული ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში. ახლა ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია. მე რომ ახლა აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია.  მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო. ტყვეობა რამდენ ხანს მოგვიწევს, მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა ლაშა ბერიძემ.

ლაშა ბერიძეს, ისევე როგორც მასთან ერთად დაკავებულ ოთხ მოქალაქეს – პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძესა და მურთაზ ზოდელავას პატიმრობა შეეფარდათ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

ბრალდებულები 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე, 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს.

ზოდელავას, ბურჭულაძეს, ნადირაძეს და ბერიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ შემდეგი მუხლებით:

19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
ბურჭულაძეს, ნადირაძესა და ზოდელავას, დამატებით, წარდგენილი აქვთ 317-ე მუხლი – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;

რაც შეეხება მანჯგალაძეს, გამოძიება მას ედავება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

გუშინ, 6 ოქტომბერს, ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს კიდევ 13 ადამიანი. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ კიდევ ორ პირზე ძებნაა გამოცხადებული.

გარდა ამისა, 5 ოქტომბერს “ქართული ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. მისი თქმით, აღნიშნული ნივთები 4 ოქტომბრის აქციაზე უნდა გამოეყენებინათ. მაღრაძის თქმით, მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.

ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.

ამავე თემაზე:

  • პაატა მანჯგალაძის სიტყვა სასამართლოში
  • რა თქვა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოში
  • ირაკლი ნადირაძის სიტყვა სასამართლოში
დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

4 ოქტომბერი, ლაშა ბერიძე

ახალი ამბები

  • რუსეთი კიევს ბალისტიკური რაკეტებით უტევს – ზელენსკის თქმით, პარტნიორებისგან გაფრთხილება არ ყოფილა
  • გიორგი დავითაძის დედა მისი შვილის სხვა ციხეში გადაყვანას ითხოვს
  • უწყება დატოვა გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმის პროკურორმა
  • საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია არ მისცა
  • პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა
  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო
ასევე:
  • საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა — ბურჭულაძე
  • 4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტი შეიწყალეს
  • პროკურატურას სურს საპროცესო შეთანხმება გაუუქმოს გიორგი კირვალიძეს – ადვოკატი
  • „მტკიცებულებად 1 წლის წინანდელი განცხადებები ჩამიდეს“ — სააპელაციომ 4 ოქტომბრის საქმის განხილვა დაიწყო

  • 14.10.2026 რუსეთი კიევს ბალისტიკური რაკეტებით უტევს – ზელენსკის თქმით, პარტნიორებისგან გაფრთხილება არ ყოფილა
  • 13.10.2026 გიორგი დავითაძის დედა მისი შვილის სხვა ციხეში გადაყვანას ითხოვს
  • 13.10.2026 უწყება დატოვა გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმის პროკურორმა
  • 13.10.2026 საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია არ მისცა
  • 13.10.2026 პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა
  • 13.10.2026 ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო
  • Facebook
  • Instagram
  • Bluesky
  • TikTok
  • YouTube
  • LinkedIn
  • X
  • Telegram

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები

თემები

  • სინდისის პატიმრები
  • საპროტესტო აქციები
  • ომი უკრაინაში
  • რეპრესიული კანონები
  • ევროკავშირი და საქართველო
  • სამხრეთ კავკასია

© 2026 Netgazeti Powered by Newspack ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
Exit mobile version