მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სიმონ მახარაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დავით მახარაძე, მისი ბიძაშვილი.

სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული (1 წელი საპატიმრო, 3 წელი პირობითი) და ციხეს რამდენიმე თვეში, კერძოდ ოქტომბერში ტოვებდა.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

ამავე თემაზე

ყაველაშვილმა შეიწყალა რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ახალგაზრდა