ახალი ამბები

როგორ დავეხმაროთ კაფეს, რომელიც 4 ოქტომბერს დაზარალდა

6 ოქტომბერი, 2025 •
როგორ დავეხმაროთ კაფეს, რომელიც 4 ოქტომბერს დაზარალდა

მოქალაქეები სოციალურ ქსელებში სოლიდარობას უცხადებენ და აპირებენ დაეხმარონ კაფეს, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაზარალდა.

საუბარია კაფეზე “ვანილის სახლი”, რომელიც ორბელიანის მოდენაზე მდებარეობს, ფხოვის ქუჩა #3-ში.

როგორც ირკვევა, კაფეს ტერასაზე განთავსებული ინვენტარი სრულიად არის განადგურებული  და დამფუძნებლებმა ათასობით ლარის ზარალი ნახეს.

მოქალაქეების და პროდასავლური აქციების პროტესტის მონაწილეთა ნაწილი სოციალურ ქსელებში მათთვის თანხის შეგროვებას აპირებდა, თუმცა მფლობელმა დიანა ველენგურსკაიამ დაწერა, რომ თანხის ჩარიცხვა საჭირო არ არის და მადლობელი იქნება, თუ მოქალაქეები კაფეში ივლიან და ასე დაეხმარებიან.

“მეგობრებო, ყველას ვერ გპასუხობთ, ვერ გწერთ ფიზიკურად. სიტყვებით ვერ გამოვხატავ ემოციებს ამხელა სითბოს და გულშემატკივრობის საპასუხოდ . უდიდესი მადლობა ყველას, მაგრამ ანგარიშის ნომერს ნუ მთხოვთ. არ მინდა არანაირი ფონდი და ჩარიცხვები, დიდი მადლობა. ვერ მივიღებ ამ დახმარებას… ჩვენთვის უდიდესი მხარდაჭერა იქნება, თუ გვესტუმრებით ჩვენი კერძების დასაგემოვნებლად, რომელთა შექმნაზე ჩვენმა საოცარმა მასტერშეფმა ირაკლი მაკასარაშვილმა იზრუნა, ასევე უდიდესი შრომა და ენერგია ჩავდეთ მთელმა გუნდმა… მთავარია, შიდა სივრცე გადარჩა და როგორღაც გამოვძვრებით… თქვენი მხარდაჭერით ისევ წინ წავალთ და მჯერა, თავიდან შევიძენთ ტერასის ინვენტარს”, – დაწერა კაფეს მფლობელმა.

მისამართი:

მასალების გადაბეჭდვის წესი