დააკავეს სამეგრელოში კუდ-ის [კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი] ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დარახველიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.








