სარკინიგზო გზის მშენებლობა სომხეთიდან აზერბაიჯანში შეიძლება არანაკლებ ორ წელს გაგრძელდეს – ამის შესახებ პოლონურ არხ TVP World-თან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.
„თუ სარკინიგზო მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, ექსპერტების შეფასებით, მისი მშენებლობა შეიძლება, მაგალითად, არანაკლებ ორ წელს გაგრძელდეს. თუმცა ჩვენ ძალზედ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მალე მოხდეს მშენებლობა, გახსნა და მიმოსვლის აღდგენა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ვართ. ასევე შეგვიძლია, მაგალითად, მივიღოთ და გავგზავნოთ ტვირთები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის გამოყენებით“, – განაცხადა მირზოიანმა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
