ახლად გახსნილი აეროპორტი სოხუმში უკვე 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა განაცხადა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს.

„[სოხუმის აეროპორტი] დღემდე უკვე 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ჩვენთვის ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია, რომ სტრატეგიულ მოკავშირესთან ერთად სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ“, – თქვა ბარციცმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აეროპორტი რუსეთის მხარდაჭერით აღადგინეს.

„სიხარულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელიც  განხორციელდა, ჩვენი საერთაშორისო აეროპორტია“.

სოხუმის აეროპორტი 2025 წლის მაისში, 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოსკოვის მხარდაჭერით ამოქმედდა. სოხუმიდან რეისები ხელმისაწვდომია მოსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, ხანტი-მანსისკში და სანქტ-პეტერბურგში.

პირველი მაისიდან სოხუმის აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება