საქართველოს მოქალაქის, ბესო სიდამონიძის ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 4 ბავშვი გაიტაცეს.

საუბარია დაახლოებით 10 წლის ბავშვებზე.

მამის თქმით, ბავშვები თამაშობდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ გარდა ადგილზე იმყოფებოდა კიდევ 2 ბავშვი, რომლებმაც გამოქცევა მოახერხეს.

“როგორ იქნებიან? როგორ დაბრუნდებიან? ფსიქოლოგიურად როგორ იქნებიან ეს ბავშვები? მოგვხედეთ გთხოვთ”, – ამბობს ბესო სიდამონიძე, ერთ-ერთი გატაცებულის მამა და დახმარებას სთხოვს ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება.

მოგვიანებით სუს-ში განგვიცხადეს, რომ ბავშვები მათთან და უსაფრთხოდ არიან.