უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დაადასტურა დონეცკის ოლქის სოფელ ზელენი ჰაის გათავისუფლება.
მისი თქმით, წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, უკრაინამ კონტროლი აღადგინა კიდევ ორ სოფელზე: მიხაილოვკასა და ვლადიმიროვკაზე.
სირსკის თქმით, ესაუბრა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც პოკროვსკის იცავენ.
„სიტუაცია მართლაც რთულია. მტერმა ძირითადი ძალისხმევა ფრონტის ამ სექტორზე მიიტანა. თუმცა ჩვენ ხაზი უნდა შევინარჩუნოთ. საბრძოლო ოპერაციების ორგანიზება მხარდაჭერილი იქნება. დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონებისა და ელექტრონული საბრძოლო მასალის საკითხები მოგვარებულია“, — განაცხადა სირსკიმ.
მანამდე, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებს დონეცკის ოლქში დადებით შედეგები აქვთ.
