გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და ელინისტი რისმაგ გორდეზიანი.
„რისმაგ გორდეზიანი არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო ქართული ფილოლოგიისა და განათლების სფეროში — მისი ღვაწლი თაობების განათლებასა და მეცნიერების განვითარებაში შეუფასებელია“, — განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
რისმაგ გორდეზიანი იყო კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და თსუ-ის ემერიტუსი პროფესორი.
