რუსულმა სასამართლომ ალეკო ალისაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ინფორმაციას ამის შესახევ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მეომრის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ ანექსირებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი და მისი სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის დონეცკის უზენაეს სასამართლოში გაიგზავნა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული უკრაინის მხარეს მებრძოლ 100 ქართველზე, მათ შორის- ალეკო ელისაშვილზე, კობა ხაბაზზე, ირაკლი ოქრუაშვილზე, მამუკა მამულაშვილსა და დავით ქაცარავაზე. ცოტა https://netgazeti.ge/news/781894/