9 აგვისტოს თბილისში ყოფილი საჯარო მოხელეების პროევროპული მარში გაიმართა. მარში მონაწილეთა დიდი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები იყვნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან სხვადასხვა დროს გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ის თანამშრომლები, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შესაბამის განცხადებებს ხელი მოაწერეს.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უწყვეტი პროტესტი დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ – ამ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო “აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს”.

თბილისში ყოფილი საჯარო მოხელეების მარში გაიმართა. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
თბილისში ყოფილი საჯარო მოხელეების მარში გაიმართა. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი

 

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უწყვეტი პროტესტი 255-ე დღეა გრძელდება.