ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, დაკარგეს საარჩევნო ნომრები.

#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი იყო ორი ათეული წელი – ამჯერად ამ ნომრით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს  პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, ხოლო “კოალიცია ცვლილებებისთვის” საარჩევნო ნომერი 4  ერგო პარტიას “ქართველი ერთობა”. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და “კოალიცია ცვლილებებისთვის” მიმართეს ცესკოს რიგითი ნომრების გამოყენებაზე, თუმცა არ მიუმართავთ არჩევნებში მონაწილეობაზე, ამიტომაც ცესკომ მათი საარჩევნო  ნომრები წილისწყრაში გაათამაშა. 

ცესკოს ცნობით, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა. 

“17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.

კანონმდებლობის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი უფლებამოსილება; ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიემართა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაუგვიანეს 17 ივლისისა და ასევე უნდა მიემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არაუგვიანეს 8 აგვისტოს 18:00 საათისა.  ამგვარი უფლებამოსილება 7 პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა, მათგან ორმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიმართა. შესაბამისად, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, დანარჩენებს კი მიენიჭათ წილისყრით”, – აცხადებს ცესკოს. 

ცესკოს განმარტებით, წილისყრით საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: 

 

№1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“

№2 – „დემოკრატთა ალიანსი“

№3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“

№4 – ქართველ ერთობა

№5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

№6 – „მესამე გზა“

№7 – „თავისუფალი საქართველო“

№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№9 – ძლიერი საქართველო-ლელო

№10 – „მემარცხენე ალიანსი“

№11 – „საქართველო“

№12 – მწვანეთა პარტია

№13 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№14 – „სახალხო ხელისუფლება“

№25 – „გახარია საქართველოსთვის“

№36 – გირჩი

№41 – ქართული ოცნება


  • “ოცნება” 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მართავს. ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. თუმცა უთანხოებაა  ოპოზიციაში იმის გამო, რომ “გახარია საქართველოსათვის” და პარტია “ლელო” არჩევნებში მონაწილეობენ.
  • საქართველოს მოქალაქეების ნაწილი  240- ზე მეტი დღეა ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.