სახელწიფო ბიუჯეტიდან მინიმუმ 1 333 728 ლარის გაფნალგვის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი და ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის “ახლო ნათესავი”.

ამის შესახებ დღეს, 27 ივლისს, სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნალიტიკური სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.

დაკავებულთა შორის არიან ბურჭულაძის მოადგილე, გიორგი ხანდრავა და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ.ღ. მათ 7-და 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

როგორც გაგნიძემ განმარტა, საქმე ეხება სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის იმგვარ ორგანიზებას, რომ მათში საბაზროზე ბევრად მაღალი ფასი გადაიხადეს.

“სასამართლოს განჩინებს საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მოადგილე გ.ხ. ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვ.ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი, ვ.მ.

საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომაროების გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, 2023 წელს, მართლსწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. ჩატარებული გამოძებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხევდვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართა, რომ ბაზრის რეალური კვლევა, ფაქტობრივად არ ჩაუტარებია.

იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილება მხლოდ ვ.მ.-სთან [ჯუანშერ ბურჭლაძის ახლო ნათესავი] ახლო კავშკრში მყოფ, ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ.

ამასთანავე, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთი და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით, სამედცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით, აპარატურის საფასური ხელოვნნურად გაიზარდა.

შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინვენტარის შეძენა საბზრო ღირებულებასთა შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.

საქართველოს თავდაცვის იმ დროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი, ვ.მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა. ხოლო, შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად, შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირს ასახელებდა.

აღნიშული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა”, – განაცხადა გაგნიძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოძება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა მონაწილეების გამოსავლენად.