რუსეთის სახელმწიფო რეესტრი (Росреестр) აფხაზეთს ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს უძრავი ქონების ინვენტარიზაციისა და კადასტრული შეფასების მიმართულებით – შეთანხმება აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერ ვარაზდატ მინოსიანთან შეხვედრისას შედგა, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-20 სხდომის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენ მზად ვართ ერთობლივი მუშაობის ახალ ეტაპზე – უძრავი ქონების ინვენტარიზაციასა და შეფასებაზე გადასასვლელად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ აფხაზეთში სრულად ამოქმედდეს თანამედროვე კადასტრული სისტემა“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო რეესტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მაქსიმ სმირნოვმა.
მისი თქმით, ინვენტარიზაცია 2026 წელს დაიწყება, ხოლო 2026–2027 წლებში დაგეგმილია პრიორიტეტული ობიექტების კადასტრული შეფასება.
„გასულ წელს უკვე შეიქმნა აუცილებელი ტექნიკური საფუძველი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ სისტემების გამართვასა და აფხაზეთისთვის შესაბამისი კონცეფციის შემუშავებაზე“, – აღნიშნა სმირნოვმა.
რუსული მხარის განცხადებით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს აფხაზეთს, საკუთარი შემოსავლები გაზარდოს, საინვესტიციო მიმზიდველობის აიმაღლოს და სერვისები გააუმჯობესოს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
