ევროპარლამენტის განცხადებით, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს.

ამის შესახებ ევროპარლამენტი განცხადებას პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს. პარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად შეჩერებულია მანამ, სანამ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება“, – აცხადებს ევროპარლამენტი.