გამოცემა “Известия”-ს წყაროს ინფორმაციით, ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, რომან სტაროვოიტმა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა დღეს, 7 ივლისს თანამდებობიდან დაითხოვა, თავი მოიკლა.
“База”-ს ცნობით, სტაროვოიტი გარდაცვლილი იპოვეს მოსკოვის ოლქში – წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა საკუთარ სახლში, ოდინცოვოს რაიონში.
rbc.ru -ს ინფორმაციით, სტაროვოიტის ტრანსპორტის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებაზე გავლენა მოახდინა გამოძიებამ, რომელიც ეხებოდა კურსკის ოლქის საზღვართან გამაგრებითი ნაგებობების მშენებლობის დროს შესაძლო თანხის გაფლანგვას. ასევე, სატრანსპორტო კოლაფსს და სფეროში სტაგნაციას — აცხადებენ РБК-ის წყაროები.
მანამ, სანამ 2024 წლის მაისში ტრანსპორტის მინისტრად დაინიშნებოდა, რომან სტაროვოიტი კურკის ოლქის გუბერნატორი იყო. მშობლიური რეგიონის ხელმძღვანელად ვლადიმირ პუტინმა დანიშნა. მანამდე კი სტაროვოიტი „როსავტოდორს“ ხელმძღვანელობდა.





