სომხეთის სასამართლომ, საგამოძიებო კომიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე, 15 პირი დააპატიმრა ტერაქტების და სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით. მათ შორის არიან ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ წევრები და სხვა ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიმართაც მოსკოვი ლოიალურადაა განწყობილი.
„სასამართლოში წარმოდგენილი ყველა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ დაკმაყოფილდა. ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 15 ბრალდებული“, – აღნიშნულია სომხეთის გამოძიების კომიტეტის ვებგვერდზე.
გამოძიების კომიტეტის ინფორმაციით, ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ და მისი ლიდერის, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას (რომელიც 26 ივნისს დააკავეს ორი თვის ვადით, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ბრალდებით) “აღმოჩენილია აალებადი ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენებოდა ქუჩაში ელექტრომომარაგებისა და ინტერნეტის კაბელების დაზიანების მიზნით”.
ოთხშაბათს დააკავეს ოპოზიციური მოძრაობის „წმინდა ბრძოლა“ 16 მხარდამჭერი და სხვადასხვა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი. მათგან ცხრა, მათ შორის არქიეპისკოპოსი ბაგრატი, სასამართლოს გადაწყვეტილებით ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ოპოზიცია მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
სომხეთში ფაშინიანის მოწინააღმდეგე არქიეპისკოპოსი გალსტანიანი დააკავეს – მედია