საზოგადოება

სანქცირებულმა გაბიტაშვილმა გენპროკურორის პოსტი დატოვა და სხვა თანამდებობაზე ინიშნება

4 ივნისი, 2025 •
სანქცირებულმა გაბიტაშვილმა გენპროკურორის პოსტი დატოვა და სხვა თანამდებობაზე ინიშნება

გიორგი გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა და აუდიტის სამსახურის უფროსად ინიშნება. ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა დღეს, 4 ივნისს.

გენერალური აუდიტორის თანამდებობას გაბიტაშვილამდე ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება.

პაპუაშვილმა ამ გადაწყვეტილების ახსნისას აქცენტი გააკეთა აუდიტის სამსახურის მნიშვნელობაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. უცნობია, ვინ შეცვლის გაბიტაშვილს პროკურატურაში. ის გენპროკურორი 2024 წლის ივლისიდან არის, როდესაც თანამდებობა ასევე დატოვა ირაკლი შოთაძემ.

გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი