ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ეხმაურება აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებზე განხორციელებულ იერიშს. ბუდრისის შეფასებით, აღნიშნული ქმედება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შესაძლებლობას ქმნის.
„ირანის ბირთვული ამბიციები ეგზისტენციალური საფრთხეა ისრაელისთვის და სერიოზული გამოწვევა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. აშშ-ის გაბედულმა მოქმედებამ შექმნა დიალოგის განახლებისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი. მოვუწოდებთ ირანს, აირჩიოს მშვიდობა ომის ნაცვლად,“ — წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Iran’s nuclear ambitions pose an existential threat to #Israel and a grave challenge to international security. Bold #USA actions created an opportunity to return back to the negotiation table and restart talks. We urge Iran to choose peace instead of war.
— Kęstutis Budrys (@BudrysKestutis) June 22, 2025
აშშ-ს იერიშის შემდეგ განცხადება გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიდ აბას არაღჩი. ის აკრიტიკებს იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც აცხადებენ, რომ აშშ-ს თავდასხმის შემდეგ, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება.
“გასულ კვირას, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები აშშ-სთან, როცა ისრაელმა გადაწყვიტა აეფეთქბეინა ეს დიპლომატია. ამ კვირაში, ჩვენ ვსაუბრობდით E3/EU [ევროკავშირის დიდი სამეული – საფრანგეთი, გერმანია და იტალია / ევროკავშირი], როცა აშშ-მ გადაწყვიტა აეფეთქებინა ეს დიპლომატია. რა დასკვნას გამოიტანთ აქიდნ?
ბრიტანეთისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენლისთვის ირანი არის ის, ვინც უნდა დაბრუნდეს მაგიდასთან. თუმცა, როგორ შეუძლია ირანს დაბრუნდეს იქ, რაც არასდროს დაუტოვებია, რომ აღარაფერი ვთქვათ აფეთქებაზე?”, – წერს არაღჩი.
Last week, we were in negotiations with the US when Israel decided to blow up that diplomacy.
This week, we held talks with the E3/EU when the US decided to blow up that diplomacy.
What conclusion would you draw?
To Britain and the EU High Rep, it is Iran which must “return”…
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) June 22, 2025
21 ივნისის ღამეს, აშშ-მ ირანის ბირთვული პროგრამის სამივე ობიექტი (ნატანზი, ფორდო, ისპაჰანი) დაბომბა. დონალდ ტრამპმა FOX News-ს უთხრა, რომ ამერიკის ავიაციამ ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტებზე ჯამში ექვსი ცალი 14-ტონიანი, ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბი ჩამოაგდო. ამის პარალელურად, ნატანზის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებს 30 ცალი “ტომაჰავკის” ტიპის საკრუიზო რაკეტა ესროლეს.
ირანის ეს ბირთვული ობიექტი ღრმა მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობს, შესაბამისად სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით ისრაელს არ ჰქონდა დისტანციურად მისი განადგურების საშუალება. მსგავსი ტიპის და სიმძლავრის ბომბები მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს აქვს.
თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ამჟამად სრულად განადგურებულია და ყველა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვა.