ახალი ამბები

“ქართული ოცნება” საქართველოში სტალინურ რეჟიმს ამყარებს — ევროპარლამენტარი

19 ივნისი, 2025 •
“ქართული ოცნება” საქართველოში სტალინურ რეჟიმს ამყარებს — ევროპარლამენტარი

ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო, აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” საქართველოში სტალინურ რეჟიმს ამყარებს. ასე შეაფასა მან ანტიკორუფციული ბიუროს მიერ რეპრესიული კანონების აღსრულების დაწყება.

ლუაზომ სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება, სადაც საუბარია იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც, ორგანიზაციის შეფასებით, ისინი ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნეები გახდნენ. ჩამოთვლილ მიზეზებს შორისაა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში.

„გამოდის, სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში, მაშინ, როცა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა, პრობლემაა?“ — სვამს კითხვას ლუაზო, შემდეგ კი აგრძელებს: „‘ქართული ოცნება’ საქართველოში სტალინურ რეჟიმს ამყარებს“.

გუშინ, 18 ივნისს, არასამთავრობო ორგანისზაციებმა განაცხადეს, რომ მათ წინააღმდეგ უკვე დაიწყო რუსული კანონების აღსრულება. კერძოდ, გუშინ, 17 ივნისს, მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი) ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი