ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

16 ივნისი, 2025 •
აშშ-ის საელჩო ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს ელჩისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, უაით ტოლკი  შეხვედრასთან დაკავშირებით მაკა ბოჭორიშვილთან.

„დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად. შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაით ტოლკი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

„აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, — ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი