დაღესტანში რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სამსახურმა რეგიონის სამხრეთ ნაწილში რადიოაქტიური ფონდის 24-საათიანი მონიტორინგი დაიწყო.
ეს გადაწყვეტილება მათ ისრაელის მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფონზე მიიღეს. დაღესტნის უკიდურესი სამხრეთ წერტილიდან ირანის საზღვრამდე მანძილი 165 კილომეტრია.
ფედერალური სამსახურის განცხადებით, რესპუბლიკაში რადიაციული მდგომარეობა სტაბილურია. ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმება ყოველ ორ საათში ტარდება.
13 ივნისს ისრაელმა სპეცოპერაცია „Rising Lion“ დაიწყო და ირანულ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს მასშტაბურად დაესხა თავს. დაიღუპა რამდენიმე გენერალი და ბირთვული მეცნიერი.
ირანმა საპასუხოდ დრონებით შეუტია ისრაელის ქალაქებს, მათ შორის თელ-ავივისა და ჰაიფას, რის შედეგადაც 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა და 100-ზე მეტი დაშავდა.