9 ადამიანი ემსხვერპლა ავსტრიის ქალაქ გრაცის საშუალო სკოლაში სროლას. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორც გრაცის მერმა ელკე კარმა ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო APA-თან ინტერვიუში განაცხადა, დაღუპულებს შორის არიან შვიდი მოსწავლე, ერთი ზრდასრული და სავარაუდო თავდამსხმელი.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

სროლა საშუალო სკოლაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა დღისთვის დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა.