ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პეტერბურგი -სოხუმის ავიამიმოსვლა განიხილება – აფხაზური მხარე

27 მაისი, 2025 •
პეტერბურგი -სოხუმის ავიამიმოსვლა განიხილება – აფხაზური მხარე

აფხაზეთი რუსეთის ავიახაზების წარმომადგენლებთან განიხილავს სოხუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას სანქტ-პეტერბურგიდან— ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტის განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ.

„განხილვის ეტაპზეა კიდევ რამდენიმე ქალაქი — სანქტ-პეტერბურგი, ხანტი-მანსიის ავტონომიური ოკრუგი და რამდენიმე სხვა ქალაქი, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონები, მინერალურე წყლები და გროზნი“, — განაცხადა მიქვაბიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი ვადების დასახელება ნაადრევია, თუმცა სეზონის ბოლომდე აფხაზეთის ხელისუფლება ზოგადად ელოდება მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას სოხუმის აეროპორტში.

სოხუმის აეროპორტი 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 2025 წლის პირველ მაისს გაიხსნა. აფხაზეთში პირველი რეისი კომპანია „ЮВТ аэро“-მ მოსკოვიდან შეასრულა. გასულ კვირას რუსეთის ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ (Росавиация) რუსულ ავიაკომპანიებს ახალი ნებართვები მიანიჭა ყაზანიდან, უფადან და ნალჩიკიდან აფხაზეთში პირდაპირი რეისების შესრულებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი