“ოქტომბერში, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახელმწიფოს უკანონო მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფება:
- ყოველდღიურად ავრცელებს ანტი-ამერიკულ პროპაგანდას;
- დაადანაშაულა პრეზიდენტი ტრამპი კორუფციაში;
- გააძევა ამერიკული კომპანიები ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ;
- ამყარებს ღრმა კავშირებს ირანის ტერორისტულ რეჟიმთან;
- აკრძალა ოპოზიცია;
- სცემა და დააპატიმრა უდანაშაულო ხალხი;
შეურაცხმყოფელია, გეყოს თავხედობა და მოთხოვნები წაუყენო პრეზიდენტ ტრამპს”, – წერს უილსონი.
Since the illegal seizure of the Georgian state in October against the will of the freedom-loving Georgian people, the criminal Ivanishvili cabal has:
– Spread daily anti-American propaganda
– Accused President Trump of corruption
– Kicked out US companies in favor of the CCP
-… https://t.co/7rUHwkkpEC— Joe Wilson (@RepJoeWilson) May 14, 2025
ასე გამოეხმაურა უილსონი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” ამბობს სიმართლეს, ნაცვლად იმისა, რომ ქედი მოიხაროს ვინმეს წინაშე.
ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს ღია წერილით 13 მაისს მიმართა. წერილში კობახიძე აღიარებს, რომ დღემდე არ შემდგარა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან “ქართული ოცნების” “ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე” მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.
ამავე თემაზე: