მარნეულში თხრილში ორი მუშა ჩავარდა. ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.