ახალი ამბები

პუტინმა II მსოფლიო ომში გამარჯვების დღე მიულოცა ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერებს და ქართველ ხალხს

9 მაისი, 2025 •
პუტინმა II მსოფლიო ომში გამარჯვების დღე მიულოცა ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერებს და ქართველ ხალხს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა.

სიაში არიან დსთ-ს [დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა] წევრი ქვეყნები – აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ასევე თურქმენეთი და ისრაელი. მისალოცთა სიაში მოხვდნენ არაღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა გამარჯვება ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერებს მიულოცა, საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში კი ხაზგასმულია, რომ მილოცვა ეხება ხალხს და არა ქვეყნების ლიდერებს.

მილოცვაში არ არის ნახსენები უკრაინა და უკრაინელი ხალხი.

ნაციზმზე გამარჯვების დღეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის საქართველოც, 9 მაისს აღნიშნავს, დანარჩენი მსოფლიო კი – 8 მაისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი